წარმოგიდგენთ Veeam Data Platform v13-ს: appliance სიმარტივე-მიდგომა შეზღუდვების გარეშე

16.12.2025 სიახლის ამობეჭდვა

ბიუჯეტების შემცირების ფონზე, პროცესების შეჩერების და კიბერდანაშაულის ღირებულება კვლავ იზრდება. თქვენს CISO-ს სჭირდება გარანტირებული აღდგენა, CIO-ს — მასშტაბირებადი სიმარტივე, ხოლო IT-გუნდს — სიჩქარე და საიმედოობა. Veeam Data Platform უზრუნველყოფს ავტომატიზებულ დაცვას, AI-ანალიზს და ჩაშენებულ მდგრადობას, რათა ხარვაზის დროს პრობლემაზე ფოკუსირების ნაცვლად დაუყოვნებლივ შეძლოთ აღდგენა.

ყოველდღიურად მილიონობით საფრთხე ეძებს სუსტ წერტილებს. Veeam Data Platform ხურავს ამ ხარვეზებს დაცული და ავტომატიზებული მექანიზმების მეშვეობით. სწრაფი აღდგენისა და მონაცემების მოქნილი გადაადგილების წყალობით, Veeam კომპანიებს აძლევს სრულ კონტროლს მათ ინფორმაციაზე.

Veeam Data Platform v13: ძირითადი პრინციპები და სიახლეები

ვერსია 13 წარმოადგენს Veeam-ის კიდევ ერთ ნაბიჯს სტრატეგიული მდგრადობისკენ სამყაროში, რომელიც მუდმივად ამოწმებს ბიზნესის გამძლეობას. განახლება გთავაზობთ გაუმჯობესებულ პლატფორმას ჩაშენებული უსაფრთხოებით და მონაცემთა დაცვის სიცოცხლის ციკლის მნიშვნელოვნად გამარტივებული მართვით.

ტრანსფორმირებული უსაფრთხოება

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა: თავდაპირველად დაცული appliance ავტომატური განახლებებით ზრდის დაცვის დონეს, ამცირებს პრივილეგიების ესკალაციის რისკს და ამარტივებს შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოქნილი პროგრამული appliance

Veeam Software Appliance წარმოადგენს წინასწარ კონფიგურირებულ სისტემას „მინიმალურად საკმარისი“ დაცული ოპერაციული სისტემითა და Veeam-ის პროგრამული უზრუნველყოფით, გამყარებულს DISA STIG-ის[1] შესაბამისად და აღჭურვილს უსაფრთხოების ავტომატური განახლებებით. ეს უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს ნაკლები რისკით და ათავისუფლებს გუნდს რუტინული ამოცანებისგან.

გაუმჯობესებული RBAC (როლებზე დაფუძნებული წვდომის მართვა)

წვდომის უფლებების დეტალური კონფიგურაციისა და ნულოვანი ნდობის პრინციპის გამოყენებით, RBAC ზღუდავს პრივილეგიებს, ამცირებს თავდასხმის ზედაპირს და იცავს სენსიტიურ მონაცემებს.

SAML ერთიანი შესვლისთვის (SSO)

SAML-ზე დაფუძნებული SSO MFA-თან ერთად უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ აუთენტიფიკაციას, აძლიერებს იდენტობის დონეზე დაცვას და ამარტივებს შესაბამისობის უზრუნველყოფას. წვდომა რჩება მარტივი და უსაფრთხო.

მდგრადობის ახალი დონე

მაღალი ხელმისაწვდომობის მქონე appliance უზრუნველყოფს სარეზერვო კოპირების სერვისების მუშაობას გაუმართაობის შემთხვევაშიც, ხოლო დადასტურებული „სუფთა“ აღდგენის წერტილები საშუალებას იძლევა სერვისები წუთებში აღდგეს.

მაღალი ხელმისაწვდომობა

ჰიბრიდული თუ მულტიქლაუდ არქიტექტურის გამოყენების შემთხვევაში, Veeam უზრუნველყოფს სარეზერვო ასლებისა და რეპლიკების მუდმივ მზადყოფნას, რათა კატასტროფის შემთხვევაშიც კი ბიზნესი არ შეჩერდეს.

მყისიერი აღდგენა Azure-ში

საშუალებას იძლევა მონაცემების აღდგენა რამდენიმე წუთში, თავიდან აიცილოთ ავარიული აღდგენის გეგმის ჩავარდნა.

ინტუიციური ვებ-ინტერფეის

გამარტივებული ბრაუზერული ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ მართოთ დაცვა ზედმეტი სირთულისა და დამატებითი ტრენინგის გარეშე.

Veeam Updater

სარეზერვო კოპირების მთელი ინფრასტრუქტურის განახლებების ცენტრალიზაცია და ავტომატიზაცია — ხელით ჩარევის და მოულოდნელი შეფერხებების გარეშე.

AI შესაძლებლობები

ავტომატური ანგარიშგება და ანომალიების გამოვლენა საშუალებას იძლევა რეაგირება მოხდეს რამდენიმე წუთში, ხოლო ანგარიშების ახალი ინტერაქტიული შესაძლებლობები ამცირებს გამოძიების დროს და ამცირებს „ბრმა ზონებს“.

მავნე პროგრამების ანალიზის აგენტი

ავლენს ანომალიებს, განსაზღვრავს ინფიცირების მასშტაბს და პოულობს სუფთა აღდგენის წერტილებს — ყველაფერი პირდაპირ Veeam Intelligence-ის ჩატ-ინტერფეისში.

მონაცემთა ღრმა ანალიზის აგენტი

თქვენი მოთხოვნის საფუძველზე მყისიერად ქმნის ანგარიშებს წარმადობის ან სარეზერვო ასლების შესახებ — მენიუების, ძიებისა და დაყოვნების გარეშე.

მონაცემთა მდგრადობის ყოველდღიური შეჯამება

ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს ყოველდღიურ ელფოსტას ამოცანების შედეგებით, Veeam Knowledge Base-ის სტატიებზე ბმულებით და რეკომენდაციებით.

ღირებულება ბიზნესისთვის

V13-მა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ცენტრალიზებული გახადა მართვა, უზრუნველყო დაცული „out-of-the-box“ სტეკი.

ახალი ვერსია აერთიანებს:

  • მოწინავე უსაფრთხოებას,
  • მდგრადობას,
  • AI-ანალიტიკას,
    — ერთ გადაწყვეტილებაში.

Appliance-მოდელი ამარტივებს დანერგვას, ამცირებს რისკებს და აჩქარებს განახლებებს.

Veeam Data Platform უზრუნველყოფს

  • მონაცემთა ერთიან დაცვას ვირტუალური, ღრუბლოვანი და ფიზიკური გარემოებისთვის, კორპორატიული აპლიკაციებისა და არასტრუქტურირებული მონაცემების ჩათვლით.
  • კიბერმდგრადობას: საფრთხეების გამოვლენას, მავნე პროგრამებზე სკანირებას, უცვლელ სარეზერვო ასლებს და აღდგენის ავტომატურ შემოწმებას.
  • ინტეგრაციებს ServiceNow-თან, Palo Alto Networks-თან, CrowdStrike-თან, Splunk-თან და Microsoft-თან.
  • დაცულ უცვლელ საცავს: Veeam Data Cloud Vault და გაფართოებული კიბერსერვისები Veeam Cyber Secure ავსებენ ამ კორპორატიული დონის სერვისს, რომლის წყალობითაც თქვენი ბიზნესი აგრძელებს მუშაობას ნებისმიერ პირობებში.

შეჯამება

პლატფორმა კომპანიებს ეხმარება გაზარდონ მდგრადობა, დააჩქარონ აღდგენა და გაამარტივონ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

დაცვის, აღდგენისა და ინტელექტუალური მონაცემთა ანალიზის გაერთიანებით, Veeam გაძლევთ საშუალებას გადახვიდეთ რეაგირებიდან მართვაზე, გაურკვევლობიდან — თავდაჯერებულობაზე.

[1] Defense Information Systems Agency (DISA) Security Technical Implementation Guide (STIG)

ტექ. სამსახური
გაქვთ შეკითხვები?