ცვლილებები Adobe-ის პროდუქტის ხაზში აკადემიური მომხმარებლებისთვის
ცვლილებები აკადემიური სექტორისთვის (01/04/2026-დან). უმაღლესი განათლების აკადემიური მომხმარებლებისთვის Creative Cloud for Teams პაკეტები და მასში შემავალი ცალკეული აპლიკაციები (Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere Pro და ა.შ.) შესასყიდად აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
ეს ცვლილება ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებდნენ Teams ვერსიებს.
გამოსავალი: მომხმარებლებს სთავაზობენ გადასვლას Enterprise ვერსიებზე (Creative Cloud for enterprise და ცალკეული აპლიკაციების Enterprise ვერსიები).
გადასვლის შემდეგ, მომხმარებლები მიიღებენ ტექნიკური მხარდაჭერის უფრო მაღალ დონეს და აუთენტიფიკაციის უფრო მოქნილ შესაძლებლობებს.