Commvault
კომპანია MONT არის Commvault -ის გადაწყვეტილებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
Commvault არის პლატფორმაზე დაფუძნებული ინფორმაციის მართვისა და საწარმოთა მონაცემთა დაცვის გადაწყვეტილებების წამყვანი მიმწოდებელი, რომელიც ეხმარება კომპანიებს მთელ მსოფლიოში გადააქციონ თავიანთი მონაცემები სტრატეგიულ აქტივად. Commvault სთავაზობს ყოვლისმომცველ პროდუქციის ხაზს მონაცემთა დაცვის, აღდგენის, არქივისა და სინქრონიზაციისთვის, მათ შორის ვირტუალიზებული და ღრუბლოვანი შესაძლებლობებისთვის.
მისმა ტექნოლოგიურმა ხედვამ და მუდმივმა ინოვაციებმა Commvault-ის მომხმარებლების და პარტნიორების ნდობა მოიპოვა. Commvault-ის მონაცემთა მენეჯმენტზე ფოკუსირება საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაფერისია სხვადასხვა ზომის და სფეროს კომპანიებისთვის. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ტექნიკის ბაზაზე, ან შეიძლება იყოს მოწოდებული როგორც სერვისი.
Commvault-ის ძირითადი გადაწყვეტილებები:
- ვირტუალური გარემოს სარეზერვო და ღრუბლოვანი მონაცემების აღდგენა;
- მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლი;
- ელექტრონული ფოსტის და კორპორატიული აპლიკაციის სარეზერვო ასლი;
- საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობის სარეზერვო კოპირება და აღდგენა;
- ღრუბლოვანი და ვირტუალური გარემოს მართვა, სნეფშოტების მართვა და სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია;
- მონაცემთა ინდექსირება, მობილური მოწყობილობების დაკარგვის დაცვა, ელფოსტის არქივირება, კონტექსტური ძიება, ფაილების უსაფრთხო გაზიარება.
Commvault-ის გუნდში დასაქმებულია 2000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. კომპანია ჩამოთვლილია NASDAQ-ზე (CVLT). სათაო ოფისი მდებარეობს ტინტო ფოლსში, ნიუ ჯერსი, აშშ.
Commvault resources for MONT partners
Commvault-ის მიმართულებით MONT-თან მუშაობისას თქვენთვის ხელმისაწვდომია.
გაყიდვების მხარდაჭერა
- პროდუქციის, ლიცენზირების წესების და ფასწარმოქმნის შესახებ კონსულტაცია.
Pre-sale მხარდაჭერა
- გადაწყვეტის შერჩევა და სპეციფიკაციების შედგენა კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად. კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება.
სწავლება
- პარტნიორის და კლიენტის სპეციალისტების მომზადებაში დახმარება.
მარკეტინგული მხარდაჭერა
- კლიენტებისთვის ღონისძიებების ორგანიზება. პროდუქტის მარკეტინგული ინფორმაციის მიწოდება.
Service support
- კონსულტაციის და ინსტალაციის განხორციელება სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ.
დემო სტენდი
- დემო სტენდის რესურსებით უზრუნველყოფა ცალკეული გადაწყვეტილებების ან რთული სცენარების საჩვენებლად. MONT-ის ინჟინრები დაგეხმარებიან დემო სტენდის მომზადებაში და, საჭიროების შემთხვევაში, თავად ჩაატარებენ დემოს.
- დემო სტენდის მომზადების მოთხოვნა გამოაგზავნეთ მეილზე info@mont.ge
Commvault რესურსები
Commvault Partner Demand Centre (registration)
დაგრჩათ შეკითხვები? მოხარულნი ვართ გიპასუხოთ!
- კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@mont.ge