CSP პროგრამის მინიმალური მოთხოვნები პარტნიორებისთვის

07.11.2025 სიახლის ამობეჭდვა

2025 წლის 1 მაისს კომპანია Microsoft-მა გააკეთა განცხადება მინიმალური მოთხოვნების დანერგვის შესახებ, იმ CSP პარტნიორებისთვის, რომლებიც მუშაობენ დისტრიბუტორების მეშვეობით.

ამ მოთხოვნების თანახმად, თითოეული პარტნიორი 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • გაიაროს შემოწმება Microsoft Partner Center-ში (Legal Info). უნდა აისახოს Status = Authorized.
  • მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას Microsoft Partner Agreement. დარწმუნდით, რომ ის ხელმოწერილია, ბმულზე Agreements გადასვლით.
  • აჩვენოს CSP ტრანზაქციებიდან მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი ბოლო 12 თვის განმავლობაში.
  • დანიშნოს თანამშრომელი, როგორც უსაფრთხოების საკონტაქტო პირი Partner Center-ში.
  • ჩართოს მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (MFA) ყველა ადმინისტრატორის უფლებების მქონე მომხმარებლისთვის პარტნიორეის ტენანტში.
    მნიშვნელოვანია! უკვე ამ ეტაპზე Microsoft რეკომენდაციას აძლევს ჩართოთ მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (MFA) ყველა პრივილეგირებული როლისათვის საბოლოო მომხმარებელთა გამოწერებში. ნებისმიერ მომენტში ეს შეიძლება გახდეს სავალდებულო მოთხოვნა.

ვადა: მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმ თარიღისთვის, რომელიც შეესაბამება პარტნიორის სტატუსის განახლებას Partner Center-ში, როგორც Indirect reseller-ის.

თუ აღნიშნულ ვადებში Microsoft-ის მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მაშინ ასეთი პარტნიორების მომხმარებლები გადაეცემათ სხვა რისელერებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვენდორის პირობებს.

ამის დადასტურების მიზნით ვაქვეყნებთ Microsoft-ის წერილს.

იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ვენდორის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, გიგზავნით შემდეგ მასალებს:

  1. ინსტრუქცია როგორ ჩართოს მომხმარებლის ადმინისტრატორმა MFA.
  2. ვიდეო დეტალური ახსნით, თუ როგორ ხდება MFA-ს ჩართვა M365 Admin Center-ში და რა ვარიანტები არსებობს.

თუ თქვენ ან თქვენს მომხმარებლებს გექნებათ სირთულეები, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ — სიამოვნებით მოვაწყობთ კონფერენც-ქოლს ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტებთან, რათა ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას.

ტექ. სამსახური
გაქვთ შეკითხვები?