პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა (ვებგვერდისა და ლენდინგების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების შესახებ)
1. ზოგადი დებულებები
1.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების წინამდებარე პოლიტიკა (შემდეგში — პოლიტიკა) განსაზღვრავს შპს მონტ (საქართველო, თბილისი)-ის (შემდეგში — კომპანია) მიერ თავისი სარეკლამო ლენდინგების, ოფიციალური ვებგვერდისა და ონლაინ საკონტაქტო ფორმების ფარგლებში მონაცემთა სუბიექტების( (კლიენტები, პოტენციური კლიენტები/ლიდები და ვებგვერდის სტუმრები) პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს.
1.2. წინამდებარე პოლიტიკით დგინდება ორგანიზაციული და პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან, განადგურებისგან, გაჟონვისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან უნებართვო გამოყენებისგან.
1.3. კომპანია პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს მონაცემთა კატეგორიებს, მოცულობას, დამუშავების მიზანს და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შესაძლო საფრთხეებს.
1.4. ამ პოლიტიკის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. ტერმინთა განმარტებანი
- პერსონალური მონაცემი — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. იდენტიფიცირებადად მიიჩნევა პირი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის სახელის, გვარის, საკონტაქტო ინფორმაციის, ელექტრონული იდენტიფიკატორის ან სხვა მახასიათებლის საფუძველზე.
- პერსონალური მონაცემების დამუშავება — პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის მათი შეგროვება, მიღება, დაფიქსირება, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან სხვა მოქმედება.
- დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი — შპს მონტ (საქართველო, თბილისი), საიდენტიფიკაციო კოდი: 205144075, მისამართი: თბილისი, ცაბაძის ქ. კორპ N4, სართ 2, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ბოხუას ქ. N4, რომელიც განსაზღვრავს ვებგვერდიდან, ლენდინგებიდან და ონლაინ ფორმებიდან მიღებული სუბიექტების მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;
- მონაცემთა სუბიექტი — ფიზიკური პირი (კლიენტი, პოტენციური კლიენტი/ლიდი, ვებგვერდის სტუმარი), რომელიც დამოუკიდებლად და ნებაყოფლობით ავსებს საინფორმაციო ფორმას ვებგვერდზე ან ლენდინგზე;
- ვებგვერდი — კომპანიის ოფიციალური ინტერნეტგვერდი, მათ შორის მასზე განთავსებული ლენდინგები, საკონტაქტო ფორმები და მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალებები.
- CRM სისტემა — კომპანიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ მართული შიდა ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსებულია კომპანიის ლოკალურ სერვერებზე და გამოიყენება მომხმარებელთა მოთხოვნების, კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის მიზნით.
- ლენდინგი (Landing Page) — კომპანიის მიზნობრივი სარეკლამო ვებგვერდი, რომლის ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვება მხოლოდ პირველადი უკუკავშირისა და წინასახელშეკრულებო კომუნიკაციის მიზნით;
- საინფორმაციო/სარეგისტრაციო ფორმა — ვებგვერდზე, ლენდინგზე განთავსებული ველების ერთობლიობა (სახელი, გვარი, ტელეფონი, კომპანია, პოზიცია ელ-ფოსტა და ა.შ.), რომელსაც მომხმარებელი ავსებს კომპანიასთან დასაკავშირებლად;
- ავტორიზებული მომხმარებელი — კომპანიის ის თანამშრომელი (მენეჯერი), რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად მინიჭებული აქვს წვდომა ლენდინგიდან შემოსულ მონაცემებთან ან CRM სისტემასთან;
- უსაფრთხოების ინციდენტები — მონაცემთა უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს ლენდინგიდან მიღებული საკონტაქტო ბაზების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, უნებართვო გამჟღავნებას, შეცვლას ან მათზე არასანქცირებულ წვდომას.
- დამუშავების ფარგლები — კომპანია ლენდინგებისა და ვებგვერდის ფარგლებში ამუშავებს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კომპანია ასევე არ ახორციელებს პროფაილინგს და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებას
კომპანია არ აგროვებს და არ ამუშავებს:
- განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს;
- ბიომეტრიულ მონაცემებს;
- გენეტიკურ მონაცემებს;
- მონაცემებს ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
- ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
3. მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები
3.1. კომპანიაში პერსონალური მონაცემების დამუშავება ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:
- კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა: მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტისათვის გამჭვირვალე ფორმით. მონაცემთა სუბიექტმა წინასწარ იცის მონაცემთა შეგროვების მიზანი.
- მიზნობრივი შეზღუდვა: მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის (პირველადი უკუკავშირი და წინასახელშეკრულებო კომუნიკაცია) და არ მუშავდება სხვა, ამ მიზანთან შეუთავსებელი ფორმით.
- მონაცემთა მინიმიზაცია: კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ადეკვატურია, რელევანტურია და შემოიფარგლება იმ მინიმუმით, რაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.
- სიზუსტე: მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული. კომპანია იღებს ზომებს შეცდომით შევსებული ან არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ წასაშლელად ან გამოსასწორებლად.
- შენახვის შეზღუდვა: მონაცემები ინახება იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად ან კანონმდებლობით არის დადგენილი. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ნადგურდება.
- მთლიანობა და კონფიდენციალურობა (უსაფრთხოება): მონაცემები მუშავდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათი სათანადო უსაფრთხოება, ორგანიზაციული და პრაქტიკული დამცავი მექანიზმების გამოყენებით.
4. მონაცემთა შეგროვების პრაქტიკა და პირველადი უკუკავშირი
4.1. მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე, ლენდინგზე ონლაინ ფორმის შევსება და ღილაკზე „გაგზავნა“ დაჭერა წარმოადგენს მის ნებაყოფლობით მოთხოვნას, რომ კომპანია დაუკავშირდეს მას მხოლოდ მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ეს კომუნიკაცია ემსახურება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებას. მომხმარებლის მიერ ფორმის შევსება და გაგზავნა არ წარმოადგენს თანხმობას პირდაპირ მარკეტინგზე და არ ანიჭებს კომპანიას უფლებას, გაუგზავნოს მონაცემთა სუბიექტს სარეკლამო ან მარკეტინგული შეტყობინებები, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის მიღების სურვილიც მონაცემთა სუბიექტმა თავად გამოხატა.
4.2. თუ პირველადი უკუკავშირის შედეგად დადგინდა, რომ მონაცემთა სუბიექტმა ფორმა შეავსო შეცდომით, ან დაფიქსირდა, რომ იგი აღარ არის დაინტერესებული კომპანიის მომსახურებით, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მასთან ყოველგვარი შემდგომი კომუნიკაცია.
4.3 ვინაიდან კომპანია არ ეწევა პირდაპირ მარკეტინგს, სუბიექტებს, რომლებთანაც პირველადი კომუნიკაციის შედეგად არ გაფორმდა ხელშეკრულება, სამომავლოდ არანაირი სარეკლამო, საინფორმაციო ან მარკეტინგული მასალა (SMS, Email) არ გაეგზავნებათ.
4.4. ვებგვერდზე, ლენდინგზე ან შესაბამის ონლაინ ფორმასთან თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს ბმული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, რათა ფორმის გაგზავნამდე მონაცემთა სუბიექტს მიეწოდოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლის, შენახვის ვადის და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.
4.5. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის:
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე;
- მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასამყარებლად ან შესაბამისი მოქმედებების განსახორციელებლად;
- კომპანიისთვის დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად;
- კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის განხორციელების მიზნით, თუ იგი არ ლახავს მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და თავისუფლებებს
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი განხილვის ვადები
5.1. კომპანიის ვებგვერდისა და ლენდინგების მონაცემთა სუბიექტებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მიმართონ კომპანიას და მოითხოვონ შემდეგი უფლებების რეალიზება:
- ინფორმაციის მიღება და გაცნობა: მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა მათი მონაცემები, რა არის დამუშავების საფუძველი, მიზანი, რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება, რა არის მათი შენახვის ვადა და ვინ არიან მონაცემთა მიმღებები; ასევე, გაეცნონ ამ მონაცემებს და მიიღონ მათი ასლი;
- გასწორება, განახლება და შევსება: მოითხოვონ მათ შესახებ არსებული არაზუსტი, არასრული ან მოძველებული მონაცემების შესწორება;
- დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება: მოითხოვონ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი მუშავდება კანონის დარღვევით ან აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რისთვისაც შეგროვდა;
- მონაცემთა დაბლოკვა: მოითხოვონ მონაცემთა დაბლოკვა (დროებითი შეჩერება), თუ სადავოა მათი სიზუსტე ან კანონიერება;
- თანხმობის გამოხმობა: ნებისმიერ დროს გამოიხმონ თავისი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვა — მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, თუ მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.
5.2. კომპანია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას განიხილავს და უპასუხებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:
- ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა (მონაცემთა ასლის მიცემა) — მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (საჭიროების შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით).
- მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება ან დაბლოკვა — მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა (გაგრძელება არაუმეტეს 15 სამუშაო დღით).
5.3. მოთხოვნის განხილვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიკაციისა და მოთხოვნის სათანადოდ განხილვის მიზნით.
5.4. მონაცემთა სუბიექტი კომპანიას წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების მიზნით უკავშირდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: personaldata@monttech.ge.
5.5. მონაცემთა სუბიექტს შეუძლია თანხმობის გამოხმობა კომპანიისათვის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით ელექტრონულ მისამართზე personaldata@monttech.ge ან იმავე კომუნიკაციის საშუალებით, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა თანხმობის გაცემა.
5.6. თანხმობის გამოხმობა არ ახდენს გავლენას თანხმობის გამოხმობამდე განხორციელებული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე.
6. წვდომის კონტროლი და ბაზების დაცვა
6.1. ლენდინგებიდან და ვებგვერდის ონლაინ ფორმებიდან მიღებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილ თანამშრომლებს, კერძოდ კომპანიის გენერალურ დირექტორს, მარკეტინგის მენეჯერს, ბიზნესის განვითარების და გაყიდვების მენეჯერებს, რომელთაც ესაჭიროებათ აღნიშნული მონაცემები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს კომპანიის CRM სისტემაში.
6.2. სამუშაო მოწყობილობებიდან (კომპიუტერები, სმარტფონები) CRM სისტემაში ან ლენდინგის მართვის პანელში შესასვლელად გამოიყენება პერსონალური, რთული პაროლები. კატეგორიულად აკრძალულია ამ პაროლების სხვებისთვის გაზიარება.
6.3. აკრძალულია ლენდინგიდან მიღებული მონაცემების (Excel, CSV ფაილები) ჩამოტვირთვა პირადი მიზნებისთვის ან მათი გაზიარება არაოფიციალური მიმოწერის არხებში (WhatsApp, Messenger და სხვ.).
6.4. წინამდებარე დოკუმენტის 6.1. პუნქტში ჩამოთვლილი კომპანიის თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის ან პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ უუქმდება ყველა წვდომა საკონტაქტო ბაზებზე, CRM-ზე და კორპორატიულ ელ-ფოსტაზე.
6.5. კომპანია უზრუნველყოფს ავტორიზებული მომხმარებლების ინფორმირებას პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებების შესახებ და იღებს შესაბამის ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
6.6. ავტორიზებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის ცნობილი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა როგორც შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ქუქი-ფაილების (Cookies) პოლიტიკა
7.1. კომპანია ვებგვერდსა და ლენდინგებზე შესაძლოა იყენებდეს ტექნიკურ, ფუნქციურ და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს ვებგვერდის გამართული ფუნქციონირების, სტატისტიკური ანალიზისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
7.2. ვებგვერდის/ლენდინგის პირველივე სტუმრობისას მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ (Cookie Banner) და მიეცეს შესაძლებლობა, დაეთანხმოს ან უარი თქვას ანალიტიკურ ქუქი-ფაილებზე. მონაცემთა სუბიექტის მიერ ანალიტიკურ ქუქი-ფაილებზე აქტიური თანხმობის გაცემამდე (ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერამდე), აღნიშნული ფაილების გააქტიურება და მონაცემთა შეგროვება არ ხორციელდება.
7.3. ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ვებგვერდზე ქცევა) გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის მუშაობის ტექნიკური გაუმჯობესებისა და სტატისტიკის მიზნებისთვის.
8. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე და საერთაშორისო გადაცემა
8.1. ლენდინგის მეშვეობით მიღებული პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.2. ლენდინგის საშუალებით მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომელთაც აღნიშნული მონაცემები ესაჭიროებათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.
8.3. პარტნიორი მწარმოებლების, მომწოდებლების ან სხვა პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტებთან ან მომსახურებებთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიების არსებობა არ გულისხმობს ლენდინგის მეშვეობით მიღებული პერსონალური მონაცემების აღნიშნული ორგანიზაციებისთვის გადაცემას.
8.4. კომპანია არ ახორციელებს პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემას.
8.5. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში წარმოიშობა პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემის აუცილებლობა, აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
9. უსაფრთხოების ინციდენტების მართვა
9.1. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც გამოავლენს მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტს, მონაცემთა გაჟონვას, სისტემაში არაავტორიზებული წვდომის მცდელობას ან სხვა მსგავს გარემოებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიის ხელმძღვანელობას.
9.2. ინციდენტის დაფიქსირებისთანავე კომპანია იწყებს გარემოებების მოკვლევას, ახორციელებს საფრთხის ლოკალიზაციას, იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს და აფასებს ინციდენტის შესაძლო გავლენას მონაცემთა სუბიექტების უფლებებსა და თავისუფლებებზე.
9.3. თუ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა მაღალი ალბათობით იწვევს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის ან დაზიანების საფრთხეს, კომპანია ვალდებულია უსაფრთხოების ინციდენტის (მონაცემთა დარღვევა) აღმოჩენიდან არაუგვაინეს 72 საათისა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
9.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც უსაფრთხოების ინციდენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და თავისუფლებებს, კომპანია ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებას ინციდენტის ხასიათის, შესაძლო შედეგების, მიღებული ან დაგეგმილი დაცვის ღონისძიებებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო საშუალებების შესახებ.
9.5. კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების ყველა ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასა და დოკუმენტირებას (შიდა რეესტრის/ჟურნალის წარმოებას). დოკუმენტირება უნდა მოიცავდეს ინციდენტის ფაქტებს, მის გავლენას (შედეგებს) და მის აღმოსაფხვრელად გატარებულ გამოსასწორებელ ღონისძიებებს.
10. მონაცემთა შენახვისა და განადგურების ვადები
10.1. ლენდინგის ან ვებგვერდის მეშვეობით მიღებული პერსონალური მონაცემები ინახება მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადა განისაზღვრება პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციისა და შესაძლო საქმიანი ურთიერთობის დაწყების საჭიროებიდან გამომდინარე
10.2. თუ მონაცემთა სუბიექტსა და კომპანიას შორის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა საქმიანი, წინასახელშეკრულებო ან სახელშეკრულებო ურთიერთობა, პერსონალური მონაცემების შემდგომი დამუშავება და შენახვა განხორციელდება შესაბამისი ურთიერთობის მიზნებისათვის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებით.
10.3. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან განადგურდება ისე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მონაცემთა უფრო ხანგრძლივ შენახვას მოითხოვს.
11. პოლიტიკის გადახედვა და ცვლილებები
11.1. წინამდებარე პოლიტიკა ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას კომპანიის მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მუდმივი თავსებადობა მოქმედ კანონმდებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეკომენდაციებსა და კომპანიის პრაქტიკასთან.
11.2. წინამდებარე პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხორციელდება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ახალი რედაქციის დამტკიცების გზით.
11.3. პოლიტიკის განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი დამტკიცებისთანავე და სავალდებულოა შესასრულებლად კომპანიის ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც შეხებაშია ლენდინგებიდან მიღებულ მონაცემებთან.