Microsoft-ის გამოწერების გახანგრძლივებული მომსახურების ვადა — Extended Service Term (EST)
2026 წლის 1 აპრილიდან შეწყდება უფასო საშეღავათო პერიოდი, რომელიც მომხმარებლებს ვადაგასული და არგანახლებული გამოწერების სერვისებზე წვდომას აძლევდა.
გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს და პარტნიორს ექნებათ სამი არჩევანი:
- განაახლონ გამოწერა ახალი ვადით
- გაუქმონ გამოწერა ვადის ამოწურვისას (სერვისი შეწყდება დაუყოვნებლივ)
- გადავიდნენ გაფართოებულ მომსახურების ვადაზე — EST
Microsoft ქმნის ახალ ოპციას — Extended Service Term (EST), რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გააგრძელონ მომსახურება გამოწერის და ვალდებულებების აღების გარეშე; რაც აძლევს დროს მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება გამოწერის მომდევნო ნაბიჯებზე.
2026 წლის 1 აპრილიდან გამოწერები, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ სამივე კრიტერიუმს, ვადის ამოწურვისას ავტომატურად გადავლენ EST რეჟიმში:
- (1) შეძენილია 2025 წლის 1 აპრილს ან მის შემდეგ;
- (2) გამოწერის ვადა იწურება 2026 წლის 1 აპრილს ან მის შემდეგ;
- (3) ავტომატური განახლების ფუნქცია გამორთულია.
EST რეჟიმში მომსახურება ყოველთვიურად განახლდება მოქმედი ფასით +3% (ან +23%, თუ თვიური სატარიფო გეგმა არ არსებობს). EST რეჟიმზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური განახლება გამორთულია და გამოწერის ვადა უკვე ამოწურულია.თუ მომხმარებლები გადავლენ EST-ზე, ისინი უნა განახორციელონ იმავე რაოდენობის ლიცენზიებით (seats) და იმავე გამოწერის ტიპით, რაც ჰქონდათ ვადის ამოწურვის მომენტში; ლიცენზიების დამატება, გამოწერის დონის ამაღლება ან დაქვეითება შეუძლებელია, თუმცა არსებული ლიცენზიების გადანაწილება დაშვებულია. EST რეჟიმში გამოწერა შეიძლება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, მაგრამ გადახდა მოხდება ყოველთვიურად. გამოწერის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს EST რეჟიმი — გადასახადი დაერიცხება მხოლოდ გამოყენებული დღეებისთვის (დარჩენილი პერიოდის თანხა პროპორციულად დაუბრუნდება). EST-ის გაუქმება მომსახურებას დაუყოვნებლივ თიშავს. გამორთული გამოწერების მონაცემები შეინახება 90 დღის განმავლობაში.
შემდგომი ნაბიჯები
2026 წლის 19 იანვრის შემდეგ:
- პარტნიორებს შეეძლებათ მართონ და დაგეგმონ დამატებითი ოპციები (განახლება, გაუქმება, გადასვლა EST-ზე) ყველა შესაბამის (ზემოაღნიშნული) გამოწერისთვის როგორც sandbox-, ასევე production.
- ის გამოწერები, რომელთა ვადა იწურება 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ, პარტნიორებს შეეძლებათ გამორიცხონ EST-იდან (opt-out).
2026 წლის 1 თებერვლიდან EST SKU-ები ხელმისაწვდომი იქნება ფასების პრევიუში, რათა პარტნიორებმა მოასწრონ თავიანთი სისტემების მომზადება აპრილის ცვლილებებისთვის.