Adobe-ს გამოწერის გასაგრძელებლად 30-დღიანი ვადა ნარჩუნდება

2026 წლის ზაფხულში Adobe-მ განაცხადა, რომ 2026 წლის 1-ლი დეკემბრიდან იცვლებოდა პროდუქტების გამოყენების წესები. ახალი წესების თანახმად, რომლებიც ძალაში 2026 წლის 1-ლი დეკემბრიდან უნდა შესულიყო, გამოწერის გაუგრძელებლობის შემთხვევაში პროდუქტი სრულფასოვნად მხოლოდ 14 დღის განმავლობაში იმუშავებდა.

Adobe-მ გააანალიზა მომხმარებლების უკუკავშირი და გადაწყვიტა, ამ ეტაპზე უარი თქვას ამ შეზღუდვაზე. გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიები, როგორც ადრე, 30 დღის განმავლობაში იმუშავებს.

თუმცა, თუ დამკვეთი მითითებულ ვადაში არ გააგრძელებს გამოწერას, პროდუქტები შეწყვეტენ მუშაობას, ხოლო დამკვეთს მოუწევს ახალი გამოწერის გაფორმება, ლიცენზიების ხელახლა განაწილება და ყველა პარამეტრის თავიდან დაყენება. მონაცემებიც წაიშლება 30 დღის გასვლის შემდეგ.

გამოწერის გასაგრძელებლად წლისთავის თარიღის (anniversary date) დადგომის შემდეგ, გამოიყენეთ ოფცია „Activate“ (აქტივაცია) MCD პორტალზე, გამოწერების მართვის (Subscription Management) განყოფილებაში.