VMware by Broadcom

VMware-ის პროდუქტები

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტები, რომლებიც ლიცენზირდება პროცესორის ფიზიკური ბირთვების (Core) მიხედვით და მხოლოდ გამოწერის (Subscription) ფორმატით.

VMware vSphere Foundation (VVF)

VVF წარმოადგენს კორპორატიული დონის ვირტუალიზაციის კომპლექსურ გადაწყვეტილებას და მოიცავს:

  • VMware vSphere Enterprise Plus — ფლაგმანური ჰიპერვიზორი სრული ფუნქციონალით
  • vCenter Standard — ვირტუალური ინფრასტრუქტურის ცენტრალიზებული მართვა
  • Operations Management for VMware vSphere Foudation — მონიტორინგის, ოპტიმიზაციისა და ოპერაციების მართვის ინსტრუმენტები
  • Tanzu Kubernetes — კონტეინერიზაციისა და თანამედროვე აპლიკაციების მხარდაჭერა
  • vSAN — 250 GiB თითო ბირთვზე (სურვილისამებრ შესაძლებელია გაფართოება vSAN Add-on-ის მეშვეობით)

VVF განკუთვნილია დამკვეთებისთვის, რომელთათვისაც VCF-ის ფუნქციონალი ჭარბია, თუმცა სჭირდებათ Enterprise-დონის ვირტუალიზაცია.

VVF-ის ლიცენზირება ხორციელდება გამოწერის მოდელით (per core), მინიმალური პაკეტია 16 ბირთვი თითო CPU-ზე. ხელმისაწვდომია გამოწერის 1, 3 და 5-წლიანი ვადები.

VMware Cloud Foundation

VMware Cloud Foundation — არის სრულფუნქციური პლატფორმა კერძო ღრუბლის (Private Cloud) ასაგებად და სამართავად, რომელიც აერთიანებს გამოთვლით რესურსებს, მონაცემთა საცავსა და ქსელს ერთიან, პროგრამულად განსაზღვრულ გარემოში. მის შემადგენლობაში შედის:

  • vSphere — უშუალოდ ვირტუალიზაციისთვის.
  • vSAN — მონაცემთა პროგრამულად განსაზღვრული შენახვისთვის.
  • NSX — ქსელური ვირტუალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის.
  • VCF Automation უზრუნველყოფს თვითმომსახურების (self-service) პორტალსა და სერვისების კატალოგებს ვირტუალური მანქანების, Kubernetes-კლასტერებისა და AI-გარემოების სწრაფი გაშვებისთვის, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს მიიღონ რესურსები რამდენიმე წუთში, უსაფრთხოების პოლიტიკებისა და კვოტების დაცვით.
  • VCF Operations უზრუნველყოფს სრულ ოპერაციულ გამჭვირვალობას: მონიტორინგს, ანალიტიკას, სიმძლავრეების პროგნოზირებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და პრობლემების პროაქტიულ გამოვლენას მთელ გარემოში. ერთობლიობაში პლატფორმა მხარს უჭერს Kubernetes-სა და კონტეინერულ აპლიკაციებს, AI/ML დატვირთვებს, ჩაშენებულ უსაფრთხოებასა და მაღალ მდგრადობას (Fault Tolerance), რაც ქმნის ერთიან და მართვად მიდგომას თანამედროვე კერძო და ჰიბრიდული ღრუბლებისთვის.

შეკვეთის მინიმალური მოცულობა: 72 ბირთვი (ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის, მასშტაბირდება საჭიროებების მიხედვით).

პლატფორმა უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ციკლის ცენტრალიზებულ და ავტომატიზებულ მართვას — გაშვებიდან განახლებებსა და მასშტაბირებამდე.

Advanced Services (დამატებითი სერვისები)

Advanced Services-ის ფარგლებში Advanced Services აფართოებს საბაზისო პლატფორმას დამატებითი შესაძლებლობებით და შეიძინება ცალკე. ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • Avi Load Balancer — L4–L7 დონის პროგრამულად განსაზღვრული დატვირთვის ბალანსერი ჩაშენებული Web Application Firewall-ით (WAF), რომელიც უზრუნველყოფს ვებაპლიკაციების დაცვას, ავტომატურ მასშტაბირებას, ტრაფიკის სიღრმისეულ ანალიტიკასა და ინტეგრაციას Kubernetes-თან და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან.
  • VMware vDefend — ქსელური უსაფრთხოების პლატფორმა მიკროსეგმენტაციის, საფრთხეების აღმოჩენისა და სამუშაო დატვირთვების დაცვის ფუნქციებით, რაც ამცირებს შეტევების რისკს და უზრუნველყოფს Zero Trust მიდგომას კერძო ღრუბელში.
  • Data Services Manager — ცენტრალიზებული სერვისი მონაცემთა ბაზების, როგორც სერვისის (DBaaS), გასაშვებად და სამართავად, რაც ამარტივებს აპლიკაციებისთვის data-სერვისების მიწოდებას, განახლებასა და სასიცოცხლო ციკლის კონტროლს.
  • VMware Live Recovery — გადაწყვეტილება ავარიებისა და გამომძალველი პროგრამების (Ransomware) შეტევების შემდეგ სწრაფი აღდგენისა და ბიზნეს-უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, რომელიც იცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს კერძო და ჰიბრიდულ გარემოში.

VMware Tanzu

VMware Tanzu — არის თანამედროვე აპლიკაციების შემუშავებისა და ექსპლუატაციის პლატფორმა, რომელიც იძლევა კონტეინერული და Kubernetes-აპლიკაციების სწრაფად შექმნის, გაშვებისა და მართვის საშუალებას კერძო და ჰიბრიდულ ღრუბლებში. Tanzu ამარტივებს DevOps და application-გუნდების მუშაობას self-service მიდგომის, ჩაშენებული უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის ხარჯზე, ასევე მხარს უჭერს private AI და data-სერვისებს, რითაც უზრუნველყოფს ერთიან და მართვად გზას კოდიდან production-გარემომდე.

VMware-ის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: sales@monttech.ge.

პროდუქტები კატალოგში

ონლან-შეკვეთის განთავსებისთვის გადადით კატალოგში.

კატალოგში გადასვლა